Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდეს კონცერტზე ლიმონი ესროლეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე ფესტივალ Coachella-ს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. კონცერტის მიმდინარეობისას მომღერალს სცენის წინ მდგომმა ერთ-ერთმა პირმა ლიმონი ესროლა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. 

► არიანა გრანდე ფრაზის Thank U, Next დაპატენტებას აპირებს

► ნახეთ: Ariana Grande & Victoria Monét - Monopoly

► ნახეთ: არიანა გრანდე ყოფილ შეყვარებულზე, მაკ მილერზე სიმღერისას ატირდა

მომხდარ ინციდენტს არიანას თაყვანისმცემლები მომღერალ ბიონსეს უკავშირებენ. ცოტა ხნის წინ "კოაჩელას" ორგანიზატორები რასიზმში დაადანაშაულეს, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრანდეს პერფორმანსისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს, შარშანდელ ჰედლაინერ ბიონსეს კი მხოლოდ 4. მოგვიანებით ფესტივალის წარმომადგენელმა გავრცელებული ჭორი უარყო და განაცხადა, რომ ორივე პოპვარსკვლავმა თანაბარი რაოდენობის ჰონორარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბიონსემ 2016 წელს ვიზუალური ალბომი Lemonade გამოუშვა. არტისტმა თაყვანისცემლებს ნამუშევრის შთაგონებით შექმნილი ტანსაცმლის კოლექციაც შესთავაზა. ჰუდებზე, მაისურებსა და საცურაო კოსტიუმებზე სწორედ ლიმონი იყო გამოსახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული