Thumbnail

მაიკლ ჯექსონის პირადი მცველი: საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის ყოფილი პირადი მცველი, მეთ ფაიდსი, რომელმაც არტისტთან 10 წელი იმუშავა, მომღერალთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარს აპირებს. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა:

► მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობაზე კიდევ ერთი მამაკაცი ისაუბრებს

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

"დროა, დავიცვა ჩემი მეგობარი მაიკლ ჯექსონი, რომელიც ჩემს ოჯახსა და კოლეგებს ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა. ამდენ ხანს ჩუმად ვიყავი და ვუყურებდი ცირკს, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა. ხალხს ავიწყდება, რომ მაიკლი იყო და არის სამყაროში ყველაზე ცნობილი ადამიანი. ამიტომაც ამოიღეს მიზანში".

როგორც მეთ ფაიდსმა აღნიშნა, შესაძლოა, მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ჯექსონის დაცვის კიდევ ერთ წევრთან ერთად ისაუბროს.

"ჟურნალისტებმა არაერთხელ მთხოვეს, რომ მათთვის ფილმ Leaving Neverland-თან დაკავშირებით ინტერვიუ მიმეცა, თუმცა, ყველა უარით გავისტუმრე. ახლახან ველაპარაკე პირადი დაცვის კიდევ ერთ წევრს, ბილ ვაითფილდს, რომელიც მაიკლთან მისი სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა. შესაძლოა, ჩვენ ერთად ვისაუბროთ და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. აქამდე მაიკლის სურვილს ვასრულებდით და დუმილს ვინარჩუნებდით. ჯექსონს სურდა, რომ მისი ცხოვრება პლანეტის ყველაზე დიდი შოუ ყოფილიყო. თუმცა, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა და ახლა აქ არაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას. მაიკ, სიცოცხლეში გიცავდით და ახლაც მზად ვართ, დავიცვათ შენი ოჯახი, განსაკუთრებით ბავშვები. შესაძლოა, გავანადგუროთ შენთან დაკავშირებული მითები, მაგრამ შენი დანატოვარი ხელშეუხებელი დარჩება. ადამიანები ტყუიან, ფაქტები - არა", - თქვა ჯექსონის პირადმა მცველმა.

View this post on Instagram

It’s time now to defend a friend @michaeljackson who was always so great to my family and staff. I have sat back and watched the circus which we got used too over the years. People forget this man was and and still is the most famous man in the world. The biggest target in the world. And he wanted his life to be a “mystery”. He understood the media value of that. And it has backfired on him in death sadly. I have been bombarded with interview requests and have turned them all down. I have been in talks with his bodyguard who lived with him for the last few years of his life in the USA @iambillwhitfield and we both have had enough of it all. I will reveal Michaels true private life, has done Bill. Maybe we will do it together. As a bodyguard we see the real truth. We guard his life and private living areas. We know who comes in and out. This man has been surrounded by bodyguards since a young child. If anyone wanted to get to him they would come through us. We kept his private life a secret as he wanted “His life to be the biggest show on earth!” But it all has gone a bit wrong as he is not here to defend himself. In life we protected you Mike and in death we are here too protect your legacy and family and especially our kids. We had our own inner circle of friends. We may kill your mystery and myths buddy. Your legacy will be protected though. Watch this space everyone! You may not want to hear it but it’s the truth from two men who knew him well based on two sides of the world with very different lives and times with Michael. Facts don’t lie, people do. #michaeljackson #mattfiddes #kingofpop #leavingneverland #mjfam #bodyguard #friends

A post shared by 🥋Matt Fiddes (@officialmattfiddes) on

რეჟისორ დენ რიდის მიერ მაიკლ ჯექსონზე გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი წაშალეს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული