Thumbnail

ამერიკელმა არტისტმა Flying Lotus ახალი კომპოზიციები Spontaneous და Takashi გაავრცელა. ტრეკები მუსიკოსის მომავალ ალბომში Flamagra იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება.

► ნახეთ: Flying Lotus - Fire Is Coming Ft. David Lynch

სიმღერა Spontaneous მუსიკოსმა შვედური ჯგუფთან, Little Dragon-თან ერთად ჩაწერა.

სტივენ ელისონი, სასცენო სახელით Flying Lotus, 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული