Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი დროებით დატოვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი უკვე ერთი თვეა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობს. მუსიკოსმა დაწესებულება 21 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით დატოვა და დღე შეყვარებულთან, 25 წლის სემ ასგარისთან ერთად გაატარა.

► ბრიტნი სპირსი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ერთ თვეს გაატარებს

► ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

► ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეის ახალ მიუზიკლში გაჟღერდება

37 წლის მომღერალი სემისთან შეხვედრის შემდეგ კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, მომღერალი მამის ავადმყოფობის გამო ნერვიულობს. ამიტომაც მან დროებით მკურნალობის კურსის გავლა გადაწყვიტა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული