Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ

5. ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" თბილისის ოპერაში

2 მაისი (ხუთშაბათი)

2 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" მოუსმენთ. ოთხმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგემელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია, რეჟისორი ლორან გერბერი, სცენოგრაფი მასიმო ბელანდო რანდონე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, დამდგმელი ქორეოგრაფი კი ნინო ანანიაშვილი.

4. ჯგუფ " წერილის" კონცერტი "ბარი-ბარში"

3 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ბარი-ბარში" კონცერტს ჯგუფი "წერილი" გამართავს. პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე კოლექტივი გია თოიძემ 1995 წელს თბილისში ჩამოაყალიბა. მუსიკოსებმა ბოლო ალბომი "მასაში გხედავ" 2018 წელს გაავრცელეს. "ამორალის" სახელით 1997 წელს გამოშვებული  სტუდიური ნამუშევრის ჩათვლით, ეს ბენდის დისკოგრაფიაში რიგით მეექვსე ჩანაწერია. 

3. BASSIANI / HOROOM: Dax J | The Horrorist | Newa | Yossi Amoyal | Mercurrio

3 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ბერლინში მოღვაწე ინგლისელ დიჯეისა და პროდიუსერს, Dax J-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას The Horrorist და Newa დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ლეიბლ Sushitech Records-ის დამფუძნებელი Yossi Amoyal და ქართველი დიჯეი Mercurrio წარდგებიან. 

2. KHIDI: Regal | Fabrizio Rat | Z.I.P.P.O | Eduardo De La Calle | L8

3 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ლეიბლ Involve Records-ის არტისტებთან ერთად Diesel-ის ღამეს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე კლუბის ესპანელი რეზიდენტი Regal და ფრანგი დიჯეი Fabrizio Rat წარდგებიან. მათთან ერთად ასევე დაუკრავს Giuseppe Maffei პროექტით Z.I.P.P.O. G2-ის სცენას კი მადრიდში მოღვაწე დიჯეი Eduardo de la Calle და L8 დაიკავებენ. 

1. Elektrowerk: Stefan Biniak

4 მაისი (შაბათი)

4 მაისს ცნობილი გერმანელი დიჯეი Stefan Biniak თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა. მუსიკოსი ინდუსტრიულ არტ ჰაბში Elektrowerk დაუკრავს. არტისტის შემოქმედება ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული