Thumbnail

ნახეთ: Metro Boomin ვიდეორგოლს Space Cadet ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი ლელანდ უეინი, ფსევდონიმით Metro Boomin, კომპოზიციაზე Space Cadet გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ახალგაზრდა ატლანტელი რეპერი Gunna მონაწილეობს. ნამუშევარი მეთროს სადებიუტო ალბომის Not All Heroes Wear Capes ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Metro Boomin და Gunna კომპოზიციას Space Cadet ასრულებენ 

► ნახეთ: Metro Boomin და 21 Savage ვიდეორგოლს 10 Freaky Girls ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: პროდიუსერი Metro Boomin ახალ ალბომს Not All Heroes Wear Capes ავრცელებს 

მეთრო ბუმინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. დღემდე მუსიკოსმა სამი კოლაბორაციული ნამუშევარი გაავრცელა. პირველი მათგანი 21 Savage-თან ერთად შექმნილი EP სახელწოდებით Savage Mode გახლავთ, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2017 წელს არტისტებმა კვლავ ითანამშრომლეს. მათ ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს, რომელშიც ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos წევრი, Offset-იც მონაწილეობს. რამდენიმე თვეში კომერციულად წარმატებულმა პროდიუსერმა და დეტროიტელმა რეპერმა Big Sean გაყიდვაში ალბომი Double Or Nothing ჩაუშვეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მეთრომ არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალი დაწერა. 2018 წლის ნოემბერში კი მეთრომ სადებიუტო სოლო ალბომი Not All Heroes Wear Capes გაავრცელა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული