Thumbnail

მოუსმინეთ: Bun B ახალ ალბომს TrillStatik ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბერნარდ ფრიმენმა, ფსევდონიმით Bun B, ახალი ალბომი TrillStatik გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი 10 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთა პროდიუსერიც ცნობილი მასაჩუსეტსელი მუსიკოსი Statik Selektah გახლავთ. ჩანაწერზე მუშაობისას ბერნარდმა არაერთ გავლენიან კოლეგასთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან: Method Man, Fat Joe, Smoke DZA, Westside Gunn, Big K.R.I.T., Talib Kweli, Termanology, Lil Fame, Meechy Darko, CJ Fly, Uncle Murda და სხვები.

► მოუსმინეთ: რეპერმა Bun B-მ ახალი ალბომი Return of the Trill გაავრცელა 

► მოუსმინეთ: Bun B - Myself Feat. Run The Jewels 

► ნახეთ: რეპერი Bun B კომპოზიციაზე Recognize გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს 

ბან ბი მსმენელის წინაშე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. მან სახელი ეპოქალურ დუეტში UGK მოღვაწეობით გაითქვა. გაერთიანებამ, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, სადებიუტო ალბომი Too Hard To Swallow 1992 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ კოლეგებმა კიდევ 5 სტუდიურ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული Ridin' Dirty გახლავთ. 2007 წელს ჯგუფის მეორე წევრი Pimp C ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებამ იმსხვერპლა.

სოლო კარიერა კი ბერნარდმა 2005 წელს ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომით Trill დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 7 ოფიციალურ მიქსტეიპს, 5 სტუდიურ ჩანაწერსა და ერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული