Thumbnail

კეიპოპ ჯგუფმა BTS ლეგენდარული The Beatles-ის რეკორდი გაიმეორა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Beatles-ის რეკორდი გაიმეორა. ბიჭებმა 12 თვეზე ნაკლებ დროში ბილბორდის ჩარტის ლიდერობის მოპოვება სხვადასხვა ალბომით სამჯერ შეძლეს. მუსიკოსების სტუდიურმა ჩანაწერმა Map of the Soul: Persona, ნამუშევრების Love Yourself: Tear და Love Yourself: Answer მსგავსად, პირველი ადგილი არავის დაუთმო.

► ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც ცნობილ შოუში Saturday Night Live იმღერა

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი მინი ალბომი Map of the Soul: Persona გამოუშვა

ცნობისთვის, ლივერპულური ოთხეულის სამი ნამუშევარი Anthology 1, Anthology 2 და Anthology 3 ბილბორდის ჩარტის სათავეში 1995-96 წლებში მოექცა. 1967 წელს, ყველაზე მოკლე დროში, 9 თვეში კი ამერიკული ბენდის, The Monkees-ის ალბომებმა შეძლო პირველი ადგილების დაკავება. 

სამხრეთკორეელების მინი ალბომმა Map of the Soul: Persona ლიდერობა არც ბრიტანეთსა და ავსტრალიაში დათმო. "ბითიესი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც ხსენებულ ქვეყნებში ამ შედეგს მიაღწია.

რიგით მეექვსე სტუდიური ჩანაწერი Map of the Soul: Persona კოლექტივმა 12 აპრილს გამოუშვა. ნამუშევარში შესულ სიმღერაზე Boy With Luv გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში 78 მილიონი ნახვა დააგროვა.

► ნახეთ: BTS-ის ახალმა კლიპმა Boy With Luv იუთუბზე რეკორდი დაამყარა

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული