Thumbnail

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ დამილი, ფსევდონიმით MF Doom და ჩიკაგოელი მუსიკოსი მაიკლ იგლ მეორე, სასცენო სახელით Open Mike Eagle, ახალ ერთობლივ კომპოზიციას Police Myself და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ჩანაწერის პროდიუსერი Nedarb გახლავთ. ორიგინალური ვიზუალური ნამუშევრის ავტორი ლენს ბენგსია.

► მოუსმინეთ: DJ Muggs & MF Doom - Assassination Day Feat. Kool G Rap 

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ არტისტებმა DJ Muggs და MF Doom ტრეკზე Death Wish კლიპი გადაიღეს 

MF Doom წარმოშობით ლონდონელი მუსიკოსია, რომელიც ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ფლოუ და ერთი შეხედვით აბსტრაქტული, მაგრამ ამავე დროს ღრმა შინაარსის მქონე ტექსტები დღემდე უნიკალურია. დამილი ჰიპ ჰოპის ანდერგრაუნდში 1988 წელს გამოჩნდა. მისი შემოქმედება 6 ალბომს, 15 სოლო სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს მოიცავს. რეპერის ყველაზე წარმატებული პროექტი კალიფორნიელ პროდიუსერთან, მადლიბთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტი Madvillain გახლავთ. გაერთიანების 2004 წლის ალბომი Madvillainy კი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

Open Mike Eagle კი მუსიკალურ ინდუსტრიაში 2004 წელს გამოჩნდა. არტისტის სოლო შემოქმედება 15 სტუდიურ ნამუშევარს აერთიანებს. ამასთან, 2006 წელს მაიკლმა ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Thirsty Fish ჩამოყალიბა. კოლექტივმა 2007 და 2011 წლებში ალბომები Testing The Waters და Watergate გაავრცელა. მუსიკოსი საკუთარ თავს არტ-რეპის წარმომადგენლად მიიჩნევს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული