Thumbnail

ნახეთ: Tame Impala და ASAP Rocky ფესტივალ Coachella-ზე

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ფესტივალ Coachella-ზე გამოსვლისას, პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტთან, ASAP Rocky-სთან ერთად კომპოზიციები Sundress და LSD შეასრულა.

► ნახეთ: Tame Impala- Borderline

Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. პროექტმა, რომლის ჟღერადობაც 1970-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული, დღემდე სამი სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია The Less I Know the Better, Let It Happen და Feels Like We Only Go Backwards.

ეისეფ როქიმ კი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, შარშან გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული