Thumbnail

Nirvana-ს მენეჯერი: კურტი დეივ გროლთან შედარებით ემოციურად მეტ მსმენელს მისწვდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილი მენეჯერი, დენი გოლდბერგი iRockRadio-ს ესტუმრა. როგორც მან წამყვანთან საუბრისას აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ დეივ გროლი კარგი მუსიკოსია, მსმენელებთან ემოციური კავშირის დამყარება კურტ კობეინმა უფრო შეძლო.

► ბრიტანული ჯგუფი Nirvana ამერიკულს სახელის გამოყენების გამო $50,000-ს სთხოვდა

 ნახეთ: კურტ კობეინის ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები

"დეივ გროლი დიდი როკვარსკვლავია, ბევრი ჰიტი აქვს შექმნილი. თუმცა, მთელი მისი ნიჭის მიუხედავად და იმის გათვალისწინებითაც, რომ მან გაცილებით მეტი ფულის გამომუშავება შეძლო, ვიდრე კობეინმა მთელი ცხოვრების განმავლობაში, დეივმა ვერ შეძლო მსმენელებთან ისეთი ღრმა ემოციური კავშირის დამყარება, როგორც კურტმა. ვფიქრობ, რომ თავად დეივიც ხვდება ამას. კობეინი როკის უკანასკნელი საკულტო ფიგურაა, შემდეგ უკვე ჰიპ ჰოპ ეპოქა დაიწყო", - თქვა გოლდბერგმა.

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს ჩამოაყალიბა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული