Thumbnail

ნახეთ: ქიდ ქადისა და ქანიე ვესთის პერფორმანსი Coachella-ზე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა მუსიკოსმა, ქიდ ქადიმ ფესტივალ Coachella-ზე გამოსვლისას, სცენაზე დიდი ხნის მეგობარი, ლეგენდარული ჩიკაგოელი არტისტი, ქანიე ვესთი მიიწვია. არტისტებმა მაყურებელთა წინაშე რამდენიმე ერთობლივი ნამუშევარი, მათ შორის ცნობილი კომპოზიციები: Reborn, Father Stretch My Hands და Ghost Town შეასრულეს. 

► მოუსმინეთ: ქანიე ვესთმა და ქიდ ქადიმ ერთობლივი ალბომი Kids See Ghosts გამოუშვეს 

► რეცენზია: Kids See Ghosts - Kids See Ghosts 

► მოუსმინეთ: Kanye West & Kid Cudi - Feel The Love Ft. Pusha T 

ქანიე ვესთი და ქიდ ქადი უახლოესი მეგობრები არიან. კარიერის განმავლობაში მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა. არტისტებმა ერთმანეთის ალბომების შექმნაშიც მიიღეს მონაწილეობა. 2017 წელს კი მუსიკოსებმა დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბეს. ერთი წლის შემდეგ ქადიმ და ქანიემ ამავე დასახელების კოლაბორაციული ალბომი გაავრცელეს, რომელმაც კრიტიკოსებისა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული