Thumbnail

ნახეთ: Rihanna ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბარბადოსელი სუპერვარსკვლავი რიანა ავსტრალიური "ვოგის" მაისის ნომრის სტუმარია. მუსიკოსის ფოტო გამოცემის გარეკანსაც დაამშვენებს.

► ნახეთ: Rihanna ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

► Jay-Z და Rihanna, სავარაუდოდ, ახალ ჩანაწერზე მუშაობენ

ოლივიე ტეისკენსის, რაფ სიმონსის, Balenciaga-სა და Savage x Fenty-ის სამოსში გამოწყობილ არტისტს სურათები ინგლისელმა ფოტოგრაფმა, ჯოშ ოლინსმა გადაუღო.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი ჩანაწერის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წელს გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული