Thumbnail

ბრაიან მეი: მე და როჯერი ვგრძნობთ, რომ ფრედი კვლავ ჩვენთანაა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Queen-ის გიტარისტის, ბრაიან მეის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან მრავალი წელი გავიდა, მის მიმართ სიახლოვეს კვლავ გრძნობს.

► რეალური ისტორია, თუ როგორ გაიცნო ფრედი მერკურიმ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი

► ბრაიან მეი: ფრედი მერკური თაყვანისმცემლებს ზოგჯერ უხეშად ექცეოდა

"ოჯახის წევრივითაა - ფიზიკურად კარგავ მათ, მაგრამ ისინი მაინც შენთან არიან. მე და ფრედი იმდენად დიდხანს ვიყავით ერთად, რომ საკმარისი სიახლოვე გაჩნდა ჩვენ შორის. როჯერ ტეილორიც ამავეს გრძნობს. ფრედი სამუშაო პროცესში სულ ჩვენთანაა. ის ხომ იმის ნაწილია, რასაც წარმოვადგენთ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული