Thumbnail

მოუსმინეთ: Rammstein ახალი ალბომის გარეკანსა და ტრეკების ნაწყვეტებს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ინდასტრიალ მეტალ კოლექტივი Rammstein ახალი კომპოზიციების Ausländer, Sex და Puppe ნაწყვეტებს ავრცელებს. სიმღერები ბენდისვე სახელწოდების მქონე, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომელსაც მუსიკოსები ათწლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს გამოუშვებენ.

► მოუსმინეთ: Rammstein ახალი კომპოზიციების Radio და Zeig Dich ნაწყვეტებს ავრცელებს

► ნახეთ: Rammstein ახალ სიმღერაზე Deutschland გადაღებულ კლიპს ავრცელებს

კოლექტივმა ასევე ახალი ალბომის გარეკანი გაავრცელა:

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 1995 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გამოუშვეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული