Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, მსმენელს ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია "მესამე დღე" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერები Rikko და თავად ქეი ჯი არიან.

► ნახეთ: Kay G ვიდეორგოლს "ფრენის რეჟიმზე" ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Kay G - STM 

► ნახეთ: ქართველი რეპერი Kay G ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს 

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული