Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს Save That ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის The World Is Yours 2 პრომოუშენის ფარგლებში ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, კომპოზიციაზე Save That გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალი არაერთი ჰიტის პროდიუსერს, D.A. Doman-ს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Rich The Kid ახალ ალბომს The World Is Yours 2 ავრცელებს 

► Rich The Kid: ყველაზე პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი მე ვარ 

► ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს For Keeps აქვეყნებს 

Rich The Kid-მა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული