Thumbnail

ნახეთ: ტაკაში მურაკამიმ ბილი აილიშის სიმღერაზე ანიმაციური კლიპი შექმნა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში ცნობილი იაპონელი არტისტის, ტაკაში მურაკამის მიერ სიმღერაზე You Should See Me in a Crown შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებს. ვიდეოს პრემიერა მარტში Apple Music-ზე შედგა. კომპოზიცია მომღერლის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შედის, რომელიც გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

► ნახეთ: ბილი აილიშის კლიპი Bad Guy ძაღლის მონაწილეობით

► Billie Eilish: ლანა დელ რეის ნუ მადარებთ

► ნახეთ: ბილი აილიშმა ბრიტანულ ჩარტში რეკორდი დაამყარა

აღსანიშნავია, რომ ბილიმ და მურაკამიმ პირველად თებერვალში ჟურნალ Garage-ის ფოტოსესიაზე ითანამშრომლეს. 

► ნახეთ: Billie Eilish ტაკაში მურაკამის კონცეფციით შექმნილ ფოტოსესიაში

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Ocean Eyes მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული