Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიცისტი გიორგი შენგელია, ფსევდონიმით FuLA, მსმენელს ახალ კომპოზიციას "წამები - დროს" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ახალგაზრდა მუსიკოსი საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ, რომელმაც რეპერთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად ფულაა.

► ნახეთ: FuLA & Ol' Boy - Cut 

► ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა 

► მოუსმინეთ: FuLA - გამოსულს 

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული