Thumbnail

ამერიკელმა არტისტმა Flying Lotus ახალი კომპოზიცია Fire Is Coming და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკზე მან ცნობილ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან ერთად იმუშავა. ჩანაწერი მუსიკოსის მომავალ ალბომში Flamagra იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება. ვიდეოს ავტორები თავად Flying Lotus და ანიმატორი, დევიდ ფერთი არიან.

სტივენ ელისონი, სასცენო სახელით Flying Lotus, 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული