Thumbnail

კანადელი მუსიკოსი ლიდია ეინსვორთი ახალ სინგლს Diamonds Cutting Diamonds ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის რიგით მესამე ალბომში Phantom Forest შევა, რომელიც გაყიდვაში 10 მაისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 9 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Lydia Ainsworth - Tell Me I Exist

► ნახეთ: Lydia Ainsworth - Can You Find Her Place

ცოტა ხნის წინ მომღერალმა თაყვანისმცემლებს მომავალი ნამუშევრის ერთ-ერთ ტრეკზე Can You Find Her Place გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზა.

ლიდიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო, 2014 წელს კი თაყვანისცემლებს სადებიუტო ალბომი Right from Real შესთავაზა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Malachite და The Road მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული