Thumbnail

ნახეთ: 20 წლის ჯენიფერ ლოპესის კასტინგში მონაწილეობის კადრები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მომღერალია. ცნობილია, რომ არტისტი თავდაპირველად მოცეკვავის კარიერის აწყობას ცდილობდა. 1990 წელს მან კომედიური შოუს In Living Color კასტინგში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებულ ვიდეოში 20 წლის ჯეილო ჟიურის წინაშე ცეკვავს და როკ-ოპერიდან "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" კომპოზიციას I Don't Know How To Love Him ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ლოპესი კონკურსის მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესს ახალ კლიპში Medicine დათო კომახიძის კაბა აცვია

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი რიანასა და ქარდი ბის სიმღერების რემიქსზე ცეკვავს

► ჯენიფერ ლოპესს გადაცემის World Of Dance იდეის მოპარვის გამო $6,5 მილიონს სთხოვენ

წარუმატებლობამ ლოპესი ვერ შეაშინა. ის კასტინგზე შემდეგ წელსაც გამოცხადდა და გაიმარჯვა კიდეც.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული