Thumbnail

ნახეთ: Weezer-მა Tears for Fears-თან ერთად Everybody Wants to Rule the World შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Weezer ჯიმი კიმელის ღამის შოუში ლეგენდარულ ბრიტანულ დუეტთან, Tears for Fears-თან ერთად კომპოზიცია Everybody Wants to Rule the World შეასრულა.

► ნახეთ: Weezer-მა ჯიმი ფელონის შოუს ბენდთან ერთად Buddy Holly შეასრულა

► ნახეთ: Weezer-მა ორი ახალი სიმღერა გაავრცელა

სიმღერა, რომელიც Tears for Fears-მა 1985 წელს ჩაწერა, ბენდის რიგით მეორე ალბომში Songs from the Big Chair შედის.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 13 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული