Thumbnail

"რა უფლებით მაძლევ შენიშვნას" - ტრეკში Expeditiously კოდაკ ბლექი T.I.-ის მიმართავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბილ კაპრიმ, ფსევდონიმით Kodak Black, ახალი კომპოზიცია Expeditiously გაავრცელა. ჩანაწერში მამბელ რეპერი ვეტერან კოლეგას, კლიფორდ ჰარის უმცროსს, იგივე T.I.-ის მიმართავს.

► Kodak Black: მე 2Pac-ის, Nas-ისა და Notorious B.I.G.-ის გვერდით უნდა დამაყენოთ 

► ნახეთ: Kodak Black - Pimpin Ain't Eazy 

► მოუსმინეთ: Kodak Black ახალ ალბომს Dying To Live ავრცელებს 

"რა უფლებით მაძლევ შენიშვნას, როდესაც შენ ნიფსის არც კი იცნობდი", - აღნიშნავს კოდაკი.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელი რეპერის, ნიფსი ჰასლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კოდაკმა, ინსტაგრამზე პირდაპირ ჩართვისას, მოკლული კოლეგის ცოლთან, ლორენ ლონდონთან რომანტიკული ურთიერთობის სურვილი გამოთქვა, რამაც არაერთი ადამიანი, მათ შორის T.I. გააღიზიანა. მან ბლექს ლორენისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ცნობილია, რომ თიაი ამჟამად კოდაკის საპასუხო დის-ჩანაწერზე მუშაობს.

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს მან მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული