Thumbnail

Bebe Rexha: ბიპოლარული აშლილობა მაქვს და ამის არ მრცხვენია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიბი რექსამ თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ მას ცოტა ხნის წინ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერლის განცხადებით, მას ამ თემაზე საუბრის არ რცხვენია. 

► Bebe Rexha: მამაჩემს ვეზიზღები

► ნახეთ: ბიბი რექსამ სიმღერა Last Hurrah შეასრულა

"დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობდი თავს ცუდად. რატომ ვიყავი იმდენად უხასიათოდ, რომ სახლიდან გასვლა და ხალხთან ურთიერთობა არ მინდოდა. რატომ ვიყავი ისეთი აჟიტირებული, რომ ვერ ვიძინებდი და ვერ ვწყვეტდი მუშაობას. ახლა უკვე ვიცი, რა ხდება".

"ბიპოლარული აშლილობა მაქვს და ამის არ მრცხვენია. სულ ესაა".

"არ მინდა ჩემ გამო ინერვიულოთ. უბრალოდ, მსურს, ასეთი მიმიღოთ და გიყვარდეთ".

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი I Don't Wanna Grow Up გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I'm a Mess და Meant to Be მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული