Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. ეიფმანის ბალეტის "როდენი" თბილისის ოპერაში

22 აპრილი (ორშაბათი)

ორშაბათს ფესტივალს "თბილისი რიტმი 2019" ბორის ეიფმანის საბალეტო დასი დადგმით "როდენი, მისი მარადი კერპი" გახსნის. სპექტაკლი, რომელიც კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს, 22 და 23 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

4. Fukte-ს პერფორმანსი "პატარა გალერეაში"

25 აპრილი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს "პატარა გალერეა" იტალიელ ექსპერიმენტულ მუსიკოსს, ფაბრიციო დე ბონს, სოლო პროექტით Fukte მასპინძლობს. 90-იანი წლების ევროპული და იაპონური ინდასტრიალითა და ნოიზით შთაგონებული არტისტის შემოქმედება კონკრეტული მუსიკის, დროუნ და ჰარშ ნოიზ ვოლ ჟღერადობაზეა ორიენტირებული. 

3. BASSIANI / HOROOM: HVL | JASSS | JD J | Machine Woman | Dresvn | Buttechno | Levan Shanidze | Mercurrio

25 აპრილი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს "ბასიანის" საკლუბო ღამე HVL-ის ალბომის Rhythmic Sonatas გამოცემას მიეძღვნება. ქართველ არტისტთან ერთად მსმენელთა წინაშე Buttechno, JASSS და JD J წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახს კი Dresvn, Machine Woman, Levan Shanidze და Mercurrio დაიკავებენ.

2. Soundwave: MokuMoku (J&T) | MC Cutkill & Deka | DRO

25 აპრილი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს კლუბი "ხიდი" Soundwave-ის ჰიპ ჰოპ სესიას უმასპინძლებს. G2-ში მსმენელთა წინაშე ქართული ჯგუფის, MokuMoku-ს წევრები ჯონდო ჯაფარიძე და ტატო რუსია წარდგებიან. მათ გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას MC Cutkill & Deka და DRO მიიღებენ.

1. Mtkvarze: DJ Masda | Bero | Zurkin | Parna

26 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს "მტკვარზე" კლუბის რეზიდენტს, იაპონელ არტისტ DJ Masda-ს მასპინძლობს. მის გარდა მსმენელთა წინაშე Bero წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი Zurkin და Parna დაუკრავენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული