Thumbnail

ნიკ ქეივი: თანამედროვე როკ მუსიკას არ აქვს ენერგია ბრძოლისთვის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკუთარ ვებგვერდზე Red Hand Files თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მსმენელი დაინტერესდა, რას ფიქრობს არტისტი თანამედროვე როკ მუსიკაზე.

► ნახეთ: ნიკ ქეივის 10 რჩეული სიმღერა სიყვარულზე

"თანამედროვე როკ მუსიკა სუსტია. მას არ აქვს ენერგია ბრძოლისთვის. ამ ჟანრში ახალი არაფერი ხდება. მუსიკოსები ყოველთვის დგანან მოძველების საფრთხის წინაშე, თაობები იცვლებიან, მსოფლიოში აქტუალური სხვა რამ ხდება. ადრე თუ მთავარი საკითხი გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს მორალიზმია. გადარჩება რომ მუსიკა? დავინახავთ", - უპასუხა ქეივმა თაყვანისმცემელს.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული