Thumbnail

მოუსმინეთ: Mastodon-მა Led Zeppelin-ის Stairway to Heaven დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Mastodon ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Led Zeppelin-ის ჰიტი Stairway to Heaven დააქავერა. კომპოზიცია კოლექტივის წევრებმა თავიანთ მენეჯერს, ნიკ ჯონს მიუძღვნეს, რომელიც შარშან პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. სინგლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას არტისტები სწორედ ამ დაავადების კვლევის ფონდს გადაურიცხავენ.

Mastodon ატლანტაში 2000 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: The Motherload, Blood and Thunder და High Road. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ჰევი მეტალსა და პროგრესივ მეტალს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული