Thumbnail

ნახეთ: Gesaffelstein-მა და ფარელ უილიამსმა კომპოზიციაზე Blast Off კლიპი გადაიღეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, Gesaffelstein-მა კომპოზიციაზე Blast Off ვიდეოკლიპი გადაიღო. ჩანაწერში მასთან ერთად ცნობილი არტისტი, ფარელ უილიამსი მონაწილეობს. მუსიკალური რგოლის ავტორი ამერიკელი რეჟისორი უორენ ფუა.

► მოუსმინეთ: Gesaffelstein-მა ახალი ალბომი Hyperion გაავრცელა

ნამუშევარი გეზაფელშტეინის მომავალ ალბომში Hyperion შედის, რომელიც გაყიდვაში 8 მარტს ჩაეშვა.

მაიკ ლევიმ, სასცენო სახელით Gesaffelstein, სადებიუტო ალბომი Aleph 2013 წელს გამოსცა. კარიერის განმავლობაში მან ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, ლანა დელ რეი, უიქენდი და სხვები. მუსიკოსმა საქართველოშიც არაერთხელ დაუკრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული