Thumbnail

ნახეთ: Tame Impala-მ ფესტივალ Coachella-ზე დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ფესტივალ Coachella-ზე დაუკრა. მუსიკოსებმა ახალ სიმღერებთან ერთად, პოპულარული კომპოზიციები Let It Happen და New Person, Same Old Mistakes შეასრულეს.

► მოუსმინეთ: Tame Impala - Borderline

► მოუსმინეთ: Tame Impala - Patience

Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. პროექტმა, რომლის ჟღერადობაც 1970-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული, დღემდე სამი სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია The Less I Know the Better, Let It Happen და Feels Like We Only Go Backwards.

კომენტარები

ბოლოს დამატებული