Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: პანკ ჯგუფმა "პანიკა" სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პანკ ჯგუფმა "პანიკა" სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გამართა. სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით "შეტევა" მუსიკოსებმა ბარში Backstage76 წარადგინეს. საათნახევრის განმავლობაში კოლექტივმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების წინაშე ოცი კომპოზიცია შეასრულა. მათ შორის სიმღერები "სიგარეტი კლავს" და "მარტოობის 5 დღე".

► მოუსმინეთ: პანიკა - თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, მე მოგკლავ

► მოუსმინეთ: პანიკა - წაიღებ თოფს

"პანიკას" კონცერტი Backstage76-ში

🎶 Backstage76-ში ქართული პანკ ჯგუფის "პანიკა" კონცერტი და მათი სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. საათნახევრის განმავლობაში კოლექტივმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების წინაშე 20 კომპოზიცია შეასრულა.

Posted by popmusic on Monday, April 15, 2019

 

ჯგუფი "პანიკა" 2016 წელს ჩამოყალიბდა. ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: კოკო ანთელავა, თენგო ნოზაძე, ნიკა ნატროშვილი და თორნიკე ჭავჭანიძე. კოლექტივის დისკოგრაფია ალბომს "შეტევა", რამდენიმე სინგლსა და ერთ EP-ის აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული