Thumbnail

ნახეთ: Rosalía-მ და J Balvin-მა Coachella-ზე სიმღერა Con Altura შეასრულეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კოლუმბიელმა მუსიკოსმა ჯეი ბალვინმა ფესტივალ "კოაჩელას" ფარგლებში კონცერტი გამართა. შოუს მიმდინარეობისას, მან ესპანელ როზალიასთან ერთად კომპოზიცია Con Altura შეასრულა.

► ნახეთ: Rosalía & J Balvin - Con Altura Ft. El Guincho

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა სიმღერა მუსიკოს El Guincho-სთან ერთად ჩაწერეს. კომპოზიციაზე გადაღებული კლიპი კი მარტში გაავრცელეს.  

როზალიას შემოქმედება ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი და ჯეი ბალვინი. 2018 წელს მან ორი ლათინური გრემის ჯილდოს მოგება შეძლო.

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული