Thumbnail

ნახეთ: ნიკოლ მილერმა Kids See Ghosts-ის კომპოზიცია Reborn შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიური წარმოშობის კანადელმა მუსიკოსმა, ნიკოლ მილერმა რადიო Triple J-ის ეთერში ქანიე ვესთისა და ქიდ ქადის ერთობილივი პროექტის Kids See Ghosts კომპოზიციის Reborn ქავერ ვერსია შეასრულა.

ლაივის ფარგლებში არტისტმა ასევე საკუთარი კომპოზიცია Gimme A Break იმღერა. ნამუშევარი მილერის სადებიუტო ალბომში Excuse Me შედის, რომელიც გაყიდვაში შარშან ჩაეშვა.

ნიკოლ მილერმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან პირველი EP სახელად Tremble 2016 წელს გამოსცა. ორ წელიწადში კი სადებიუტო ალბომი Excuse Me გაავრცელა. არტისტის შემოქმედება ელექტრონულ მუსიკასა და ინდი პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული