Thumbnail

Cardi B-ის პასუხი კითხვაზე, შეურიგდება თუ არა ოდესმე Nicki Minaj-ს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-იმ გამოცემა Variety-ის ჟურნალისტის კითხვას, შეურიგდება თუ არა ოდესმე რეპერ Nicki Minaj-ს და ითანამშრომლებს თუ არა კვლავ მასთან, სიცილით უპასუხა. 

► Cardi B: მამაკაცებს სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი, შემდეგ ვძარცვავდი

► ნახეთ: Cardi B რეპერ Nicki Minaj-ს თავს დაესხა

► Nicki Minaj-ი Cardi B-ზე: უშველეთ ვინმემ ამ ქალს

მუსიკოსმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რიგით მეორე ალბომის გამოშვებას აპირებს.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული