Thumbnail

ნახეთ: Freddie Gibbs-მა ყველა დროის ფავორიტი ვერსი დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი გამოცემის, Pitchfork-ის რუბრიკის VERSES ახალი ეპიზოდის სტუმარი ჰიპ ჰოპ არტისტი ფრედრიკ ტიპტონი, ფსევდონიმით Freddie Gibbs გახლდათ. ინდიანელმა რეპერმა გადაცემაში მისი ყველა დროის ფავორიტი ვერსი დაასახელა. ფრედის თქმით, მას 1998 წლის კომპოზიციიდან Homies & Thuggs ვეტერანი კოლეგის, ბრედ ტერენს ჯორდანის, იგივე Scarface-ის ტექსტი მოსწონს. ტრეკში ლეგენდარული შემსრულებლები 2Pac და Master P მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი კი Mike Dean გახლავთ.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Bandana 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Flat Tummy Tea 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ახალი ალბომიდან Bandana ნაწყვეტს ავრცელებენ 

კომპოზიციაში სქარფეისი ყურადღებას 90-იანი წლების გეტოების ცხოვრებაზე ამახვილებს და იქ გამეფებულ სასტიკ რეალობასა და სიღარიბეზე გვესაუბრება. მისივე მოსაზრებით, ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ გულწრფელები არიან, სწორედ შავკანიანებით დასახლებული გარეუბნები გახლავთ. ამის გარდა, რეპერი ნამუშევარში პატივისცემას გამოხატავს იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც მუსიკას მხოლოდ ქუჩისთვის ქმნიან.

სქარფეისი ფრედის ფავორიტი რეპერი და მისი შემოქმედების მთავარი მენტორი გახლავთ. კოლეგებმა პირველად 2014 წლის კომპოზიციაზე Broken ითანამშრომლეს, რომელიც გიბსისა და ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, მადლიბის კლასიკად აღიარებულ ალბომში Piñata შედის. როგორც ფრედიმ მოგვიანებით აღნიშნა, ამ კოლაბორაციული ნამუშევრის ჩაწერით მან დიდი ხნის ოცნება აისრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული