Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin-მა ფესტივალ Coachella-ზე დაუკრა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა არტისტმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ფესტივალ "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა მსმენელებს საათნახევრიანი სეტი შესთავაზა. 

► ნახეთ: Aphex Twin-მა ქართველი მუსიკოსის, HVL-ის ორი კომპოზიცია დაუკრა

► Aphex Twin-მა აქსესუარების ახალი ხაზი გამოუშვა

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა. 

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, რიჩარდ ჯეიმსს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია, თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის სექტემბერში არტისტმა ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Collapse გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული