Thumbnail

ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც ცნობილ შოუში Saturday Night Live იმღერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ცნობილ ამერიკულ შოუს Saturday Night Live სტუმრობდა. ბიჭებმა გადაცემაში ახალი სინგლი Boy With Luv პირველად შეასრულეს. 

► ნახეთ: BTS-ის ახალმა კლიპმა Boy With Luv იუთუბზე რეკორდი დაამყარა

► ნახეთ: BTS-ისა და Halsey-ის ერთობლივი კლიპი Boy With Luv გავრცელდა

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი მინი ალბომი Map of the Soul: Persona გამოუშვა

აღსანიშნავია, რომ "ბითიესი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელიც SNL-ზე პერფორმანსით წარდგა. ახალი სიმღერის გარდა, ბიჭებმა ჰიტი Mic Drop იმღერეს.

შეგახსენებთ, რომ Boy With Luv-ზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში 78 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მაჩვენებლით არტისტებმა კიდევ ერთი კეიპოპ ჯგუფის, BLACKPINK-ის რეკორდი გააუმჯობეს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული