Thumbnail

ნახეთ: Childish Gambino-ს პერფორმანსი ფესტივალ Coachella-ზე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული მუსიკოსი და მსახიობი, დონალდ გლოვერი, ფსევდონიმით Childish Gambino, პრესტიჟული ფესტივალის, Coachella-ს ჰედლაინერი გახლდათ. არტისტმა მაყურებელთა წინაშე,  საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, მუსიკალური დუეტის, Gnarls Barkley-ის 2006 წლის ჰიტი Crazy შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კონცერტზე ჩაილდიშ გამბინომ პატივი გარდაცვლილ კოლეგებს, მაკ მილერსა და ნიფსი ჰასლს მიაგო.

► ნახეთ: Childish Gambino-ს ახალი კომპოზიცია Google Pixel 3-ის რეკლამაში 

► Childish Gambino-მ გრემიზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია 

► ფესტივალ Coachella-ში მონაწილე 34 არტისტის პერფორმანსი იუთუბზე გადაიცემა 

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, გრემის მფლობელმა მუსიკოსმა დამსწრე საზოგადოებას ჰირო მიურეის მხატვრული ფილმი Guava Island წარუდგინა, რომელშიც მასთან ერთად პოპულარული მომღერალი, რიანა მონაწილეობს.

მრავალჟანრობრივმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. გლოვერს კარიერის განმავლობაში გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბრიტანულმა გამოცემა "თაიმსმა" ის 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. წარმატებული მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, დონალდი პოპულარული ტელესერიალის, Atlanta-ს ავტორიცაა, რომელშიც თავადვე მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული