Thumbnail

ნახეთ: BLACKPINK-მა ფესტივალ Coachella-ზე იმღერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კალიფორნიის ქალაქ ინდიოში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის, "კოაჩელას" პირველი ნაწილი დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა, BLACKPINK-მა მიიღო. გოგონებმა მსმენელებს ერთსაათიანი შოუს განმავლობაში 13 კომპოზიცია, მათ შორის ახალი სინგლი Kill This Love, ასევე, ჰიტები Ddu-Du Ddu-Du, Forever Young, Playing with Fire, Boombayah, Don't Know What to Do და As If It's Your Last შესთავაზეს. 

► ნახეთ: BLACKPINK-მა ახალი სმარტფონის პრეზენტაციაზე იმღერა

► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფი BLACKPINK ახალი სიმღერის Kill This Love კლიპს ავრცელებს

► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფი BLACKPINK ჟურნალ Billboard-ის ფოტოსესიაში

ცნობისთვის, "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა.

 აღსანიშნავია, რომ კონცერტზე ბენდის ერთ-ერთმა წევრმა, ჯენიმ სოლო ნამუშევარი Solo იმღერა. 

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომელიც 2018 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული