Thumbnail

AC/DC ტურნეს, სავარაუდოდ, კვლავ ბრაიან ჯონსონთან ერთად გამართავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის, AC/DC-ის ყოფილი ვოკალისტი, ბრაიან ჯონსონი ბენდთან ერთად ტურნეში, სავარაუდოდ, კვლავ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკის ჟურნალისტი, ედი თრანქი ავრცელებს.

"კოლექტივთან დაახლოებული პირისგან მაქვს ინფორმაცია, რომ AC/DC ტურნეს გამართვას ბრაიან ჯონსონთან ერთად აპირებს. მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად არ უსაუბრიათ, მაგრამ, მერწმუნეთ, სანდო წყარო მყავს", - თქვა ჟურნალისტმა საკუთარ პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ ბრაიან ჯონსონმა, რომელიც ჯგუფში 1980 წლიდან მოღვაწეობდა, AC/DC სმენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2016 წელს დატოვა. ის ექსლ როუზმა ჩაანაცვლა.

AC/DC სიდნეიში 1973 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული