Thumbnail

ნახეთ: მადონა ახალი ალბომის სარეკლამო ვიდეოში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსკოსმა, მადონამ თაყვანისმცემლებს მომავალი ალბომის თიზერი შესთავაზა. ვიდეოში არტისტის ახალი სიმღერის ნაწყვეტი ჟღერს. რიგით მე-14 სტუდიური ნამუშევარი Madame X გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება.

► მადონა ევროვიზია 2019-ზე ახალ სიმღერას შეასრულებს

"Madame X ჯაშუშია, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობს, იცვლის იდენტობას, იბრძვის თავისუფლებისთვის და წყვდიადში ნათელი მოაქვს", - ამბობს მადონა ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ სუპერვარსკვლავი 2019 წლის ევროვიზიის კონკურსზე იმღერებს. 18 მაისს თელ-ავივში, ღონისძიების ფინალურ დღეს, ის ორ კომპოზიციას, მათ შორის ახალ სიმღერასაც შეასრულებს.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული