Thumbnail

ნახეთ: ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან სასულიერო პირმა დაკვრა შეაწყვეტინა

ცნობილი რუსი მუსიკოსის, ბორის გრებენშიკოვისა და მისი ჯგუფის, "აკვარიუმის" ტურ-მენეჯერმა, პიოტრ სვეშნიკოვმა ფეისბუქზე საქართველოში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მუსიკოსების მიერ მცხეთის ჯვრის მონასტერთან გამართული იმპროვიზებული კონცერტია ნაჩვენები. 0:42 წუთზე კადრში სასულიერო პირი ჩნდება, რომელიც სიტყვებით "ეკლესიის ეზოში რა დისკოთეკა გამართე!" გრებენშიკოვსა და მის კოლეგებს დაკვრას აწყვეტინებს. 

Внезапно недалёко от Тбилиси

Posted by Пётр Свешников on Saturday, April 13, 2019

 

შეგახსენებთ, რომ ბორის გრებენშიკოვისა და "აკვარიუმის" კონცერტი 14 აპრილს თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" გაიმართება. 

► 14 აპრილს თბილისში ბორის გრებენშიკოვისა და ჯგუფ Aquarium-ის კონცერტი გაიმართება

რუსული როკის ისტორიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, პოეტმა და მუსიკოსმა ბორის გრებენშიკოვმა ჯგუფი "აკვარიუმი" ქალაქ ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ-პეტერბურგში) 1972 წელს ჩამოაყალიბა. 1980 წელს კოლექტივმა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ ოფიციალურ როკ ფესტივალზე, თბილისში გამართულ "გაზაფხულის რიტმებზე" დაუკრა. მაშინ გამოსვლისას არასათანადო მოქცევის ბრალდებით "აკვარიუმი" ღონისძიებიდან მოხსნეს. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას გრებენშიკოვი სცენაზე დაწვა და გიტარა ფეხებს შორის ამოიდო, ჯგუფის მეორე წევრმა მასზე ვიოლონჩელო დადგა, კიდევ ერთმა კი ფაგოტით დარბაზის მიმართულებით "ავტომატის ჯერი" გაუშვა. ეს ყველაფერი ჟიურიმ "საბჭოთა მუსიკოსებისთვის შეუფერებელ ქცევად და ჰომოსექსუალობის პროპაგანდად" მიიჩნია და კოლექტივი ფესტივალიდან მოკვეთა.

მეორე დღეს გრებენშიკოვმა და მისმა მეგობრებმა კონცერტის ორგანიზება ქალაქ გორში მოახერხეს. ამ გამოსვლის ნაწყვეტები ფესტივალის შესახებ მომზადებულ 40-წუთიან ფილმში შევიდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული