Thumbnail

მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობაზე კიდევ ერთი მამაკაცი ისაუბრებს

მომღერალი აარონ კარტერი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს, რომელშიც მაიკლ ჯექსონისა და მისი ურთიერთობის შესახებ ღიად ისაუბრებს. ეს ინფორმაცია არტისტმა გამოცემა TMZ-ის მიაწოდა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

"როდესაც ვნახე, რომ Leaving Neverland-ში ღიად ყვებოდნენ ისტორიებს, ცოტა გავცხარდი და აგრესიული კომენტარი გავაკეთე. ყველას თავისი მოგონება აქვს. მეც მაქვს ჩემი სათქმელი, რომელზეც მომავალში ვისაუბრებ. განვლილი ცხოვრების შესახებ წიგნს ვწერ და სწორედ იქ ვიტყვი სიმართლეს", - აღნიშნა მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათის გამოსვლის შემდეგ კარტერი ჯექსონის მხარს იჭერდა და ფილმში მონაწილე პირებს სიცრუეში ადანაშაულებდა.

"15 წლის ვიყავი, როდესაც მაიკლ ჯექსონის სახლში დავრჩი, საძინებელ ოთახშიც ვიყავით. შეუძლებელია, გავუგო იმ ადამიანებს, როდესაც ჩემი პირადი გამოცდილება სხვანაირი იყო - მხოლოდ კარგი და აღმაფრთოვანებელი. უეიდ რობსონს მუშტს დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი", - თქვა მარტში აარონმა.

რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი წაშალეს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული