Thumbnail

ნახეთ: BTS-ის ახალმა კლიპმა Boy With Luv იუთუბზე რეკორდი დაამყარა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

12 აპრილს სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ამერიკელ პოპვარსკვლავ ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Boy With Luv და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპმა იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში 78 მილიონი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი მინი ალბომი Map of the Soul: Persona გამოუშვა

► ნახეთ: ემა სტოუნმა BTS-ის ფანი გოგონა განასახიერა

► ნახეთ: Billboard Music Awards-ზე BTS ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაზე წარადგინეს

ბიჭებმა ამ მაჩვენებლით კიდევ ერთი კეიპოპ ჯგუფის, BLACKPINK-ის რეკორდი გააუმჯობესეს. "ბლექფინქის" კომპოზიციაზე Kill This Love შექმნილმა ვიზუალურმა ნამუშევარმა ერთ დღეში 56,7 მილიონი ნახვის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ "ბითიესის" ტრეკზე Idol გადაღებული კლიპიც იუთუბზე 24 საათში ყველაზე ნახვადი ვიდეოების ათეულშია.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული