Thumbnail

ნახეთ: Big K.R.I.T. ვიდეორგოლს Energy ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მისისიპელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯასტინ სკოტი, ფსევდონიმით Big K.R.I.T., მსმენელს ჩანაწერზე Energy გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. კომპოზიციის ინსტრუმენტალის ავტორი მომღერალი და პროდიუსერი Rico Love გახლავთ. ტრეკი სამხრეთელი მუსიკოსის EP-ში Trifecta შედის.

► მოუსმინეთ: Big K.R.I.T. სამტრეკიან ჩანაწერს Trifecta აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Big K.R.I.T. ორტრეკიან ჩანაწერს Double Down ავრცელებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Big K.R.I.T. სამტრეკიან ჩანაწერს THRICE X ავრცელებს 

ჯასტინის მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ნამუშევარი See Me On Top გაავრცელა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით K.R.I.T. Wuz Here გახდა. 2017 წელს არტისტმა გაყიდვაში ბოლო ორმაგი სტუდიური ალბომი 4eva Is A Mighty Long Time ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული