Thumbnail

ნახეთ: ემა სტოუნმა BTS-ის ფანი გოგონა განასახიერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS პირველი კეიპოპ ჯგუფი იქნება, რომელიც ცნობილ ამერიკულ გადაცემაში Saturday Night Live იმღერებს. ცოტა ხნის წინ ტელეშოუს პრომო გავრცელდა, რომელიც ბიჭების პერფორმანსს ეძღვნება. სახალისო ვიდეოში ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი "ბითიესის" თაყვანისმცემელ გოგონას ასახიერებს. 

► ნახეთ: Billboard Music Awards-ზე BTS ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაზე წარადგინეს

► ნახეთ: Drake-ისა და BTS-ის წყალობით მუსიკის ინდუსტრიის შემოსავალმა 19 მილიარდს მიაღწია

► ნახეთ: BTS-ის ახალი ფოტოსესია

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული