Thumbnail

ჰიპ ჰოპის ფანების 10 ყველაზე ცუდი ტატუ

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

რას გააკეთებდით თქვენი საყვარელი შემსრულებლისთვის? დაიცდიდით საათები, რათა მისთვის თვალი მოგეკრათ? გადაიხდიდით ორი თვის ხელფასს მისი კონცერტის ბილეთში? რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია საკუთარი კერპების გამო მცირე მსხვერპლის გაღება, თუმცა, ამ გალერეაში მოხვედრილმა ადამიანებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. 

ნახეთ ცნობილი რეპერებისადმი მიძღვნილი ყველაზე ცუდი სვირინგები და ეცადეთ, მსგავსი შეცდომები თავად არ გაიმეოროთ.

Drake

ეს ფოტო გამოქვეყნებისთანავე მიმად იქცა. სწორედ ამიტომ, ჟურნალმა Vice ტატუს შემოქმედი, კევინ კემპბელი მოძებნა და გამოკითხა. კევინმა აღნიშნა, რომ ტატუს ადგილი და ფონტი კლიენტმა თავად შეარჩია, საბოლოო შედეგით კი ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ თემაზე თავად დრეიქი.  

Nicki Minaj

Bizzare ერთ დროს დეტროიტული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, D12-ის წევრი იყო. რეპერი კოლეგებით აღტაცებას თამამად გამოხატავს, რისი დასტურიც მის ხელზე დახატული ნიკი მინაჟის სახეა.

2Pac

თუფაქ შაკური ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, თუმცა, გაუგებარია, რატომ ადგას გარდაცვლილ რეპერს თავზე მარტორქის რქა. 

50 Cent

აქ ყურადღებას ორი რამ იპყრობს - ტატუს ზომა და რეპერის მსგავსება "ვარსკვლავური ომების" პერსონაჟ დართ მოლთან.  

Kanye West

ამ ტატუს ერთი თვალშისაცემი უპირატესობა აქვს - თავად მფლობელი მას ხშირად ვერ დაინახავს. სამაგიეროდ, მის პარტნიორებს ქანიეს თავიდან ამოგდება, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებათ.

Notorious B.I.G. და 2Pac

ეს ტატუ დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს დაუსრულებელ მტრობას ეძღვნება. თუფაქისა და ბიგის სხეულები ტყვიებითაა დაცხრილული, ამ უკანასკნელს კი ხელში სიგარა უჭირავს, რომელიც უცნაურად ბოლავს. 

Lil Wayne

ეს ნახატი ლილ ვეინს საერთოდ არ ჰგავს. ერთადერთი მსგავსება რეპერის წარბს ზემოთ მიწერილი ფრაზაა I am Music. სწორედ ასეთი ტატუ აქვს სახეზე არტისტს. 

Snoop Dogg და Bishop Don Magic Juan

თავად ნახატები არც ისე ცუდია, თუმცა, გამოსაჩენ ადგილას დაწერილი სიტყვა pimp (სუტენიორი) ტატუს მფლობელის პოტენციური დამსაქმებლების დიდ ნაწილს, ალბათ, დააფრთხობს.  

Ol’ Dirty Bastard

გაუგებარია, რატომ უნდა დაიხატო სხეულზე მაინცდამაინც ეს რეპერი და თუ მაინც მას აირჩევ, რატომ უნდა მიხვიდე ასეთ ცუდ მხატვართან.

Chief Keef

1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა რეპერის ნაცვლად, ტატუზე შუახნის მამაკაცია გამოსახული. ნახატი სხეულის არცთუ მცირე ნაწილს იკავებს, რაც მისი გადაფარვის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული