Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. SvanSikh-ის კონცერტი "ბარი-ბარში"

19 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს "ბარი-ბარში" პოპ დუეტ SvanSikh-ს უმასპინძლებს. ანანო სიხარულიძისა და ბაჩო სვანიძის პროექტი 2010 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მუსიკოსების ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია I Wanna Be Your Lover, Pitch It, I Have To Go და Stella. 

4. Sexy Bicycle-ის კონცერტი "პოლიტიკაში"

19 აპრილი (პარასკევი)

19 აპრილს ბარ "პოლიტიკას" ეზოში ბარსელონაში მოღვაწე ქართველი არტისტის, ნიკა ელიავას, იგივე Sexy Bicycle-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ახალი პროექტის, Skveri lives-ის ფარგლებში ჩატარდება. 

3. Mtkvarze: Dyed Soundorom | Gio Shengelia | Ericsson | Hudson

19 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ფრანგ პროდიუსერსა და დიჯეის, Dyed Soundorom-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Gio Shengelia წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი Ericsson და Hudson დაუკრავენ. 

2. BASSIANI / HOROOM: Aurora Halal | Kancheli | HVL | Call Super

19 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ბრუკლინელ დიჯეისა და პროდიუსერს, Aurora Halal-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი დიჯეი Kancheli დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Call Super და HVL წარდგებიან.

1. KHIDI: Fiedel | Phase Fatale | Vulkanski | Dj Red | Killa | Ash

19 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" ნიუ იორკელ არტისტს, Phase Fatale-ს მასპინძლობს. მის გარდა კლუბის მთავარ სცენას ბერლინელი მუსიკოსები Fiedel და Dj Red დაიკავებენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ასევე Vulkanski-ს მოსმენა შეეძლებათ. G2-ში კი Killa და Ash დაუკრავენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული