Thumbnail

არიანა გრანდე ფრაზის Thank U, Next დაპატენტებას აპირებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე ფრაზის Thank U, Next დაპატენტებას გეგმავს. მუსიკოსმა შესაბამის სახელმწიფო სამსახურს ოფიციალურად უკვე მიმართა.

► ნახეთ: Ariana Grande & Victoria Monét - Monopoly

► ნახეთ: არიანა გრანდე ყოფილ შეყვარებულზე, მაკ მილერზე სიმღერისას ატირდა

► ნახეთ: არიანა გრანდემ აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა She Got Her Own შეასრულა

ცნობილია, რომ არტისტი დასახელებით Thank U, Next პარფიუმერიისა და ჰიგიენის საშუალებების გამოშვებას აპირებს.

Thank U, Next არიანა გრანდეს მეხუთე ალბომს ჰქვია, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს ჩაეშვა. სტუდიურ ჩანაწერში ამავე სახელწოდების სიმღერაც შედის, რომელშიც მუსიკოსი შეყვარებულებს მადლობას უხდის. 

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული