Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ლექსი მიუძღვნა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე ცოლის, ჰეილი ბოლდუინის პარიზში გადაღებული ფოტო ატვირთა. მან ჰეილის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ლექსიც მიუძღვნა.

► Justin Bieber: ამ ეტაპზე მუსიკისთვის არ მცალია, მამობა მსურს

► ჯასტინ ბიბერის კლიპის გამო ისლანდიაში კანიონი დროებით დაიხურა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

"მზის სხივები მორევში ჩაიძირა, 
ისევე, როგორც მე შენს ტუჩებში.
ტალღები ნაპირს ეხეთქებიან,
ჩემი შენდამი სიყვარული კი უფრო და უფრო იზრდება.
ჭრიჭინების ხმა ჭეშმარიტი მედიტაციაა,
მე ვფიქრობ შენზე, ღმერთის დიდებულ ქმნილებაზე.
როდესაც ასეთი ბედნიერი ვარ,
ვიაზრებ, რომ შენ ჭეშმარიტად ჩემი მონათესავე სული ხარ.
უფრო და უფრო ბნელდება,
ცივი ნიავი მეხვევა.
ბაღიდან გვირილების სურნელი აღწევს,
ჩემი ცხოვრება ფილმია, რომელშიც ჩვენ ვარსკვლავები ვართ.
ვარსკვლავები ვახსენე და დავინახე, როგორ აენთენ ცაში,
მათი ციმციმი ჩემს თავისუფლებას მახსენებს.
როგორი დიდი და უკიდეგანოა სამყარო ჩვენ გარშემო,
მადლობა ღმერთს, ჩვენ დაკარგული ვიყავით და მან გვიპოვა.
ამ ლექსის წერისას, მასზე ფიქრი არ მტოვებს
და ვიცი, რომ დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება."

ჯასტინი და ჰეილი შარშან ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე, ერთ-ერთ რესტორანში სთხოვა. სექტემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.

ჯასტინ დრიუ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry, I'll Show You და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული